თურქეთის არმიამ სირიის ქალაქ ელ-ბაბის ცენტრი დაიკავა

საქართველო, თბილისი - 10:22 | 13.02.2017
ნანახია: 1334

თურქეთის არმიამ და მისმა მოკავშირე ძალებმა სირიის ქალაქ ელ-ბაბის ცენტრი დაიკავეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა. ელ-ბაბი ”ისლამური სახელმწიფოს” დასაყრდენად მიიჩნეოდა.

ერდოღანის თქმით, ქალაქის მთლიანად დაკავება მხოლოდ დროის საკითხია.

”ელ-ბაბი  ყველა მხრიდან არის გარშემორტყმული...  ჩვენი ძალები სირიელ ამბოხებულებთან ერთად ქალაქის ცენტრში შევიდნენ”, - განაცხადა ერდოღანმა სტამბულში.

მისი თქმით, ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები ქალაქს ტოვებენ.

ქალქი თურქეთის საზღვრიდან 30 კმ-ში მდებარეობს. მისთვის ბრძოლა 24 აგვისტოს ოპერაცია ”ევფრატის ფარის” ფარგლებში დაიწყო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე