გერმანიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საქართველო, თბილისი - 18:00 | 12.02.2017
ნანახია: 1442

გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ქვეყნის პრეზიდენტი  გახდა. მას ფედერალური კრების დელეგატების ნახევარზე მეტმა დაუჭირა მხარი.

გერმანიის კანონმდებლობით, პრეზიდენტს 5 წლის ვადით 1260 დეპუტატისგან შემდგარი ფედერალური კრება ირჩევს. გამარჯვებისთვის 631 ხმა იყო საკმარისი.

პრეზიდენტის პოსტზე სტაინმაიერი იოაჰიმ გაუკს ჩაანაცვლებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე