სტამბოლში, ბოსფორზე ახალი საბორნე მარშრუტი ამოქმედდება

საქართველო, თბილისი - 16:11 | 12.02.2017
ნანახია: 1312

სტამბოლის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის საკოორდინაციო ცენტრი (UKOME) აცხადებს, რომ უკვე მზადაა და სულ მალე ახალი საბორნე მარშრუტი გაშვება - საუბარია გემებით ბოსფორზე საავტმობილო გადაყვანებზე.

ახალი მიმართულება სტამბოლის ევროპულ და აზიურ რაიონებს ისთინესა და ქუბიკლუს (ბეიქოზი) ერთმანეთთან დააკავშირებს.

აღნიშნულ მიმართულებაზე სულ 3 გემი იმოძრავებს, თითოს კი ერთდროულად 50 ავტომობილის გადაყვანა შეეძლება. ხომალდი ერთი მიმართულებით მგზავრობას 7-8 წუთს მოანდომებს.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე