რუსთავი 2-ის ჩახშობა უნდა ბიძინა ივანიშვილს - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 16:01 | 10.02.2017
ნანახია: 2257

უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის, სიტყვის თავისუფლებისა და მოსამართლეების მხარდასაჭერად 8 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ მიმართa.

“ჩვენ აქ დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ  დავიცვათ სიტყვის თავისუფლება და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი. რუსთავი 2-ის ჩახშობა ბიძინა ივანიშვილისთვის არის ძალიან რთული ამოცანა. რუსთავი 2-ის ჩახშობა უნდა ბიძინა ივანიშვილს იმიტომ, რომ ვერ გავიგოთ რომ ქრთამს უხდის მოსამართლეებს იმისთვის, რომ რუსთავი 2-ის გადაწყვეტილება იყოს მათთვის სასარგებლოდ “ - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე