ჯომ მაკკეინი რუსეთს ”თალიბანის” მხარდაჭერაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 14:57 | 10.02.2017
ნანახია: 1404

რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი რუსეთს ავღანეთის კონლიქტში ჩარევასა და რადიკალური მოძრაობა ”თალიბანის” მხარდაჭერაში ადანაშაულებს. მისი თქმით, რუსეთის მიზანია კონლიქტის დარეგულირებაში აშშ-ს ხელი შეუშალოს.

” დღეისათვის რუსეთი ავღანეთში არსებულ ვითარებაში ერევა და აშკარად ცდილობს ”თალიბანის” მხარდაჭერასა და აშშ-ის ძალისხმევისთვის ზიანის მიყენებას”, -განაცხადა მაკკეინმა სენატის კომიტეტის სხდომაზე.

მისი თქმით, თალიბებს დახმარებას ირანიც უწევს, რომელიც მოძრაობას ფინანსებითა და იარაღით ამარაგებს.

იგივე აზრი გამოთქვა კომიტეტის სხდომაზე ავღანეთში აშშ-ის ძალების მეთაურმა გენერალმა ჯონ ნიკოლსონმაც.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე