ველურმა სპილომ მამაკაცი მოკლა

საქართველო, თბილისი - 14:42 | 10.02.2017
ნანახია: 1411

ჩინელმა მაშველებმა გვიან ღამით მიგრანტი მუშის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც  ველურმა სპილომ მოკლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით იუნანის პროვინციაში კაუჩუკის პლანტაციაში მოხდა. მაშველების თქმით,  სპილო თავს ერთ-ერთ მუშას დაესხა.

მაშველებმა აგრესიული სპილოს გამო პლანტაციის სიღრმეში  შესვლა ვერ შეძლეს დაკარგულ მამაკაცს დრონის დახმარებით ეძებდნენ.

ინციდენტამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ველური მშიერისპილოები საკვების მოსაპოვებლად სოფლებში თავს დაესხნენ და შინაური ცხოველები გაანადგურეს. ველურ სპილოებს სახელმწიფო  იცავს და მათთვის ზიანის მიყენება კანონით ისჯება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე