პერუს ყოფილ პრეზიდენტს დააპატიმრებენ

საქართველო, თბილისი - 12:10 | 10.02.2017
ნანახია: 1314

სასამართლომ პერუს ყოფილი პრეზიდენტის ალეხანდრო ტოლედოს დაპატიმტრების ორდერი გასცა. ტოლედო ბრაზილიური სამშენბელო კომპანია Odebrecht-გან  ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.

მანამდე ტოლედოს მიმართ სისხლის სამართლის საქმე ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში აღიძრა.

კომპანიაში აღიარეს, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნების  მთავრობების წევრებს ქრთამის სახით 800 მლნ დოლარი გადაუხადეს.

პერუსთვის გადახდილი თანხა 29 მლნ დოლარს შეადგენს. თანხა სწორედ იმ დროს არის გადახდილი, როდესაც ხელისუფლების სათავეში ალეხანდრო ტოლედო იყო.

შედეგად კომპანიას ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების ტენდერი უნდა მოეგო.

ტოლედო პერუს პრეზიდენტი 2001-2006 წლებში იყო. ის ახლა პარიზში ცხოვრობს და კორუფციულ სკანდალთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე