სააპელაციო სასამართლომ ტრამპის საიმიგრაციო ბრძანებულების მოქმედების აღდგენაზე უარი თქვა

საქართველო, თბილისი - 10:28 | 10.02.2017
ნანახია: 1308

 სან-ფრანცისკოს სააპელაციო სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებულების აღდგენაზე უარი თქვა. ბრძანებულება ქვეყანაში შვიდი მუსულმანური ქვეყნის მოქალაქეების შესვლის აკრძალვას ეხება.

სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა სიეტლის ფედერალურ სასამართლოს, რომელმაც გაურკვეველი ვადით პრეზიდენტის ბრძანებულების მოქმედება შეაჩერა.

დონალდ ტრამპს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა: ”შევხვდებით სასამართლოში. ჩვენი ქვეყნის უსაფართხოების საკითხი დგას”, - ნათქვამია ტრამპის მიმრთვაში, რომელიც მან”ტვიტერში” გამოაქვეყნა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე