აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლმა მოსახლეობას ივანკა ტრამპის ტანსაცმლის შეძენისკენ მოუწოდა

საქართველო, თბილისი - 10:16 | 10.02.2017
ნანახია: 1634

ამერიკის კონგრესის ეთიკის საკითხების ხელმძღვანელი ჯეისონ შაფეცი პრეზიდენტის მრჩველის კელიენ კონუეის გამოსვლით აღშფოთებულია, რომელმაც Fox News-ის ეთერით მაყურებელს მოუწდა შეიძინონ პროდუქცია ივანკა ტრამპის კოლექციიდან.

ჯეისონ შაფეცის თქმით, კონუეის მოწოდება მიუღებელი და არასწორია და დაშვებულის საზღვრებს სცილდება.

ეთიკის წესების თანახმად, თეთრი სახლის თანამშრომლებს უფლება არ აქვთ რეკლამა გაუწიონ ან წარმოადგინონ რაიმე პროდუქცია.

შაფეცმა განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა მრჩევლის განცხადების შესახებ ეთიკის სამმართველოს უნდა აცნობონ, რომელმაც თავის მხრივ კონუეის გამოსვლა უნდა გადაამოწმოს.

შაფეცის თქმით, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები კონგრესში დონალდ ტრამპისადმი მიმართვის დაწერასაც აპირებენ. ”ეს საკითხი განხილვის თემა უნდა გახდეს. ამ შემთხვევაში ვერ იარსებებს ვერც ”თუ” და ვერც ”მაგრამ”, - აღნიშნა ჯეისონ შაფეცმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე