ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65 წლით განისაზღვრება

საქართველო, თბილისი - 17:54 | 09.02.2017
ნანახია: 1131

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, I მოსმენით, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა.

მისი განმარტებით, კანონპროექტის მიზანია იმ ხარვეზის აღმოფხვრა, რაც „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის განსაზღვრასთან დაკავშირებით არსებობს.

წარმოდგენილი კანონპროექტით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65 წლით განისაზღვრა. (ნაცვლად ჩანაწერისა - „უთანაბრდება საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს“). ამასთან, იუსტიციის მინისტრს ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე, შეუძლია, ნოტარიუსს უფლებამოსილების ვადა არა უმეტეს 5 წლით გაუგრძელოს. გარდა ამისა, პროექტის გარდამავალ ნორმად განსაზღვრულია, რომ ნოტარიუსს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე 65 წელი შეუსრულდა და ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კვლავ ახორციელებს სანოტარო საქმიანობას, 70 წლის ასაკის მიღწევამდე გაგრძელებულად ჩაეთვალოს უფლებამოსილების ვადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე