ხვალ, ენმ რუსთავი 2- ის მხარდასაჭერად აქციას გამართავს

საქართველო, თბილისი - 14:05 | 09.02.2017
ნანახია: 1328

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს იმ პოლიტიკურ ძალებთან და სხვადასხვა ჯგუფებთან, რომლებიც მზად არიან დაიცვან სიტყვის თავისუფლება.
"ხვალ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა "რუსთავი 2"- ის და თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად აქციას ატარებს. ჩვენ გვინდა მადლობა ვუთხრათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა პარტიებსა და სტუდენტებს, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს ამ აქციას მხარი დაუჭირონ.
ამასთან, ჩვენ დღეს მოვისმინეთ განცხადება, რომ ერთი აქციის ფარგლებში კოორდინაცია საკმარისი არაა და მნიშვნელოვანია ეს მთელი ამ პროცესის განმავლობაში გაგრძელდეს. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას და ვთავაზობთ ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალას დავიწყოთ კონსულტაციები, რათა ყველამ ერთად დავიცვათ თავისუფალი სიტყვა საქართველოში," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე