საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზო მიმოსვლას 29 მარტიდან შეძლებენ

საქართველო, თბილისი - 13:31 | 09.02.2017
ნანახია: 1314

საქართველოსთვის პირველი უვიზო დღე 29 მარტი იქნება, - ამის შესახებ ,,რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის რეპორტიოტი რიკარდ იოზვიაკი ,,ტვიტერზე“ წერს. მისივე მტკიცებით, უვიზო მიმოსვლა უკრაინის მოქალაქეებითვის 12 ივნისიდან დაიწყება.

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას საბოლოოდ 2 თებერვალს დაუჭირა მხარი, რაც საკითხის პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტის ბოლო ეტაპი იყო.

შემდეგი პროცედურით, განახლებულ დოკუმენტს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე დაამტკიცებს და კენჭისყრას ჩაატარებს, ხოლო საბოლოოდ, ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის შესაბამისი წარმომადგენელი მოაწერენ ხელს ცვლილებას, რომელიც ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.

დოკუმენტის გამოქვეყნებიდან ზუსტად ოც დღეში, ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე