ავღანეთში წითელი ჯვრის თანამშრომლები მოკლეს

საქართველო, თბილისი - 11:33 | 09.02.2017
ნანახია: 1430

წითელი ჯვარი ავღანეთში საქმიანობას  დროებით წყვეტს. ამის მიზეზი ქვეყნის ჩრდილოეთით, ჯაუზჯანის პროვინციაში ორგანიზაციის 6 თანამშრომლის მკვლელობა გახდა.

ჰუმანიტარული მისის თანამშრომლებს, რომლებსაც დიდთოვლობისა და მეწყრისგან დაზარალებულ რეგიონში სურსათი მიჰქონდათ, თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ.

ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას  „ჰორასანის ვილაიათის“ მებრძოლებს აკისრებს. 


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე