ირანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცდა

საქართველო, თბილისი - 10:32 | 09.02.2017
ნანახია: 1562

 

ირანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცდა. როგორც Fox News-ი იტყობინება, რაკეტა თეირანის აღმოსავლეთით  სასტარტო მოედნიდან გაუშვეს. მანამდე იმავე მოედნიდან  ბალისტიკური რაკეტა იანვარშიც გამოსცადეს.

როგორც წყარომ ტელეკომპანიას განუცხადა, ირანმა ახლო მოქმედების რაკეტა -  ”მიწა-ჰაერი” გაუშვა, რომელიც სასტრატო მოედნიდამ 56 კმ-ში ჩავარდა.

29 იანვარს ირანმა საშუალო მოქმედებეის რაკეტა თეირანიდამ 225 კმ-ში გაუშვა. რაკეტამ აფეთქებამდე 966 კმ გაიარა. აღსანიშნავია, რომ გაერო 2015 წლის რეზოლუციის თანახმად, ირანს ბალისტიკური რაკეტების  გამოცდის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე