სენატმა სეშნსი აშშ-ს გენერალურ პროკურორად დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 10:04 | 09.02.2017
ნანახია: 1342

ამერიკის სენატმა სენატორი ჯეფ სეშნსი ქვეყნის გენერალურ პროკურორად დაამტკიცა.

სეშნსის კანდიდატურას მხარი 52 სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 47-მა მისცა.

ჯეფ სეშნსის კანდიდატურა გენერალური პროკურორის პოსტზე ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ნოემბერში წამოაყენა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე