ნავალნის 5-წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველო, თბილისი - 09:49 | 09.02.2017
ნანახია: 1452

კიროვის სასამართლომ  ალექსეი ნავალნი "კიროვლესის" საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო. ოპოზიციის ლიდერს და  ბიზნესმენ პიოტრ ოფიცეროვს ბრალი სახელმწიფო საწარმოს კუთვნილი თანხების მითვისებაში დასდეს.  ნავალნის 5 წლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა, ოფიცეროვს კი 4 წლიანი განაჩენი გამოუტანეს. გარდა ამისა, მათ 500 ათას რუბლიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. მსჯავრდებულები ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.

ნავალნის თქმით, კონსტიტუციის შესაბამისად, ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე