მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 15:11 | 08.02.2017
ნანახია: 1226

საქართველოს პარლამენტმა დეპუტატი მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.

კობახიძე აღნიშნულ თანამდებობაზე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. საპარლამენტო უმრავლესობამ მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. 

კობახიძის კანდიოდატურას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგი წავიდა. ოპოზიცია კობახიძის მოსამართლედ გამწესებას ეწინააღმდეგება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე