„ლეიბორისტულ პარტიას“ საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

საქართველო, თბილისი - 14:50 | 08.02.2017
ნანახია: 1146

„ლეიბორისტულ პარტიას“ საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის შესახებ გიორგი გუგავამ საგანგებო ბრიფინგი განაცხადა:

„მსურს მოგახსენოთ კრიმინალიტეტის ლიდერ ივანიშვილის უპრეცენდენტო დევნა ლეიბორისტული პარტიის მიმართ, რომელსაც პერმანენტულად ახორციელებს.

ჯერ იყო და პარტია არ შეუშვა პარლამენტში არჩევნების ტოტალური გაყალბებით, ამჟამად მევახშე ფინანსთა მინისტრის მეშვეობით დააყადაღა პარტიის ანგარიშები, რადგან მოახდინოს მისი პარალიზება და გაუადვილდეთ კრიმინალური ქმედებების განხორციელება.

ჩვენ მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, მიმართონ მმართველ ძალას ყადაღა მოხსნან პარტიის ანგარიშებს, მიმართონ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას, დააყადაღონ ივანიშვილის ანგარიშები“, - განაცხადა გიორგი გუგავამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე