თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით სამსახურებიდან კიდევ 4500-მდე თანამშრომელი დაითხოვეს

საქართველო, თბილისი - 11:18 | 08.02.2017
ნანახია: 1400

თურქეთის ხელისუფლებამ გასული წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად თანამდებობებიდან კიდევ 4500-მდე ადამიანი  გაათავისუფლა.  

გათავისუფლებულებს შორის არიან განათლების სამინისტროს, ჟანდარმერიისა და საზოგადოებრივი ტელეკომპანია TRT-ის თანამშრომლები.

2016 წლის ივლისში თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა განხორციელდა. პუტჩის ჩახშობის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა გადატრიალების მცდელობაში ოპოზიციონერი სასულიერო მქადაგებელი ფეთჰულაჰ გიულენი დაადანაშაულა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე