არეულობები პარიზის გარეუბანში

საქართველო, თბილისი - 15:36 | 07.02.2017
ნანახია: 1416

არეულობები პარიზის გარეუბან ონე-სუ-ბუაში. მოქალაქეები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც პოლიციელებმა აფროამერიკელ ახალგაზრდას დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სააგენტო Ruptly-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა დაარბიეს ავტობუსების გაჩერებები, ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს და რესტორნის ფანჯრები ჩაამტვრიეს. წესრიგის აღსადგენად ონე-სუ-ბუაში პოლიციელთა დამატებითი ძალების გამოძახება გახდა საჭირო.  

გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის აფროამერიკელს დაკავების დროს სცემეს და გააუპატიურეს. სააგენტოს ცნობით, ახალგაზრდა მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ერთ-ერთ პოლიციელს ბრალი გაუპატიურებისთვის წაუყენეს, სამ სამართალდამცველს კი თავდასხმაში ადანაშაულებენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე