პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა

საქართველო, თბილისი - 13:55 | 07.02.2017
ნანახია: 1168

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მიღებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუჭირა. საკითხზე მომხსენებელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე იყო.

პრეზიდენტმა სასამართლო რეფორმის მიზნით პარლამენტის მიერ დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნები შესთავაზა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კახიანის განცხადებით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე სათანადო არგუმენტაცია ვერ მოისმინა. მისი თქმით, ყველა კითხვა, რომელიც დეპუტატებმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დაუსვეს, პასუხგაუცემელი დარჩა. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე