რუსთაველის გამზირზე „აზოტიდან“ გათავისუფლებულების მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 13:53 | 07.02.2017
ნანახია: 1423

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსთავის „აზოტიდან“ გათავისუფლებულების მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  აქციას, სხვადასხვა პროფკავშირული ორგანიზაციის წევრები, სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-სა და მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წარმომადგენლები შეუერთდნენ.

მსვლელობა ვარდების მოედანზე დაიწყო და თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლა, რა დროსაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. სამართალდამცავები აქციის ერთ ზოლში მოქცევას ცდილობენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე