ამერიკელი ჟურნალისტი პუტინს ბოდიშს არ მოუხდის

საქართველო, თბილისი - 10:21 | 07.02.2017
ნანახია: 1430

ამერიკული ტელეარხის Fox News-ის ჟურნალისტი ბილ ორაილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის თავისი გამონათქვამის გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

ჟურნალისტის სკანდალური განცხადება აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთაბ ინტერვიუს დროს გაჟღერდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც პუტინთან ურთიერთობას ეხებოდა,  ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინს ისევე როგორც სხვა ადამიანებს პატივს სცემს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს.

”მაგრამ ის (პუტინი) მკვლელია”, - განაცხადა ორაილმა.

კრემლში ორაილის გამონათქვამს დაუშვებელი და შეურაცხმყოფელი უწოდეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე