დავიწყებული ტექსტი და რუსული ჰიმნის წარუმატებელი შესრულება (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 17:54 | 06.02.2017
ნანახია: 1499

სოციალურ ქსელში ფართო განხილვის საგნად იქცა რუსეთის ჰიმნის წარუმატებელი შესრულება ჰოკეის ჩემპიონატის წინ, რომლის ტრანსლირებაც ტელეკომპანია ,,Матч ТВ"- ზე მიმდინარეობდა.

ყინულის მოედანზე გამოსულმა გოგონამ რამდენჯერმე ,,მამალს მიბაძა“ შემდეგ კი ჰიმნის ტექსტიც დაავიწყდა.

ჰოკეისტებმა და გულშემატკივრებმა მისი დახმარება სცადეს და სიმღერა დაიწყეს, რითაც სიტუაციის გამოსწორება სცადეს. ჰიმნის ბოლოს დარბაზში აპლოდისმენტები გაისმა და შემსრულებელმა ბოდიში მოიხადა.

თუმცა ამის შემდეგ სოციალურ ქსელში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტრიბუნებიდან რუსეთის ჰიმნის შესრულებისას სტვენის ხმა ისმოდა, რასაც კატეგორიულად უარყოფს რუსეთის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი ბორის სკრინიკი და აცხადებს, რომ არავითარი ნეგატივი აღნიშნულ ინციდენტს ტრიბუნებზე არ გამოუწვევია.

მისი თქმით, მომღერალს არაფერი შეშლია, უბრალოდ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუმართაობას.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე