მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

საქართველო, თბილისი - 16:21 | 06.02.2017
ნანახია: 1263

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინა კობახიძე საჯარო სამსახურს ტოვებს და ბიზნესში მიდის. ამის შესახებ მან Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ის სადაზღვევო სფეროს უბრუნდება და კერძო სექტორში საქმიანობას კომპანია Global Benefits Georgia-ში განაგრძობს.

ვინ განიხილება მის შემცვლელად, აღნიშნულთან დაკავშირებით, ნინო კობახიძე ინფორმაციას არ ფლობს.

„ნინა კობახიძის კომპანია, თავის ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აპირებს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ახალი ხელწერის შემოტანას – ეს იქნება ინოვაციური პროდუქტები და მოქნილი, ინდივიდუალური მიდგომა პარტნიორებთან“,- განაცხადა „ფორბსთან“ ინტერვიუში ნინა კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე