თურქეთში მიწისძვრა განმეორდა

საქართველო, თბილისი - 15:58 | 06.02.2017
ნანახია: 1606

თურქეთში მიწისძვრა განმეორდა. 5,3 მაგნიტუდის ბიძგები ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით ჩანაკალის პროვინციაში დაფიქსირდა. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღეს პირველი მიწისძვრა გამთენიისას თურქეთის დასავლეთ სანაპიროზრე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ აივაჯიკიდან 26 კმ-ში, ქალაქ იზმირიდან კი 156 კმ-ში მდებარეობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრამ ყველაზე მეტად ქალაქი აივაჯიკი დააზარალა, სადაც რამდენიმე ძველი შენობა ჩამოინგრა, დაშავდა ოთხი ადამიანი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე