ზვავის ჩამოწოლის შედეგად მსხვრპლთა რაოდენობა 119-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 06.02.2017
ნანახია: 1732

ავღანეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 119-მდე გაიზარდა. დაშავებულია 89 ადამიანი.

ნურისტანის პროვინციის გუბერნატორის თქმით, სოფელ ასფა-თოლში, რომელიც ზვავმა დაფარა, 500 ადამიანი ცხოვრობდა. მისივე თქმით, უბედურების ზონაში აღმოჩენილია 53 ცხედარი და 22 დაშავებული, დანარჩენი მაცხოვრებლები უგზოუკვლოდ არიან მიჩნეულნი.

ზვავი ჩამოწვა ბადახშანისა და პარვანის პროვინციებშიც, რასაც ასევე მსხვერპლი მოყვა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე