ტრამპმა ირანს ნომერ პირველი ტერორისტული სახელმწიფო უწოდა

საქართველო, თბილისი - 10:54 | 06.02.2017
ნანახია: 1567

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ნომერ პირველი ტერორისტული სახელმწიფო უწოდა.

”ირანი ჩვენს ქვეყანას სრულებით არ სცემს პატივს. ის ნომერ პირველი ტერორისტული სახელმწიფოა. ირანი ფინანსურ სახსრებს შეიარაღებაზე ხარჯავს”, - განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია  Fox News-თვის მიცემულ ინტერვიუში.

ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ თეირანის მიმართ სანქციებს გაამკაცრებს. ”ჩვენ ამის გაკეთება უკვე დავიწყეთ”, -აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან ტრამპმა აღნიშნა, რომ თავისი გეგმების შესახებ წინასწარ განცახდებებს არ გააკეთებს. ”ბარაკ ობამას ყოველთვის ვაკრიტიკებდი იმისათვის, რომ მოსულსა და სხვა ადგილებში სამხედროების გადასროლის შესახებ ინფორმაციას წინასწარ ასაჯაროვებდა”, - განაცხადა ამერიკის პტრეზიდენტმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე