რუმინეთში ასობით ათასი ადამიანი მთვარობის გადადგომას მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 10:23 | 06.02.2017
ნანახია: 1352

ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციაზე  რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ქვეყანაში მეექვსე დღეა აქციები არ წყდება იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებამ სკანდალური ბრძანება გააუქმა.

რუმინეთის ხელისუფლებამ გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვით ციხეები იმ პირებს უნდა დაეტოვებინათ, რომლებსაც ქვეყნისთვის 47,5 ათას დოლარაზე მეტი ზარალი არ მიუყენებიათ.კანონი ძალაში 10 თებერვლიდან უნდა შესულიყო, თუმცა მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობამ გადაწყვეტილება გააუქმა.  

თუმცა რუმინეთის მოქალქეები საპროტესტო აქციაზე მაინც გამოდიან. ისინი შიშობენ, რომ მთავრობა ბრძანებაში ცვლილებების შეიტანს და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე