თურქეშთი ”ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში 400-ზე მეტი ეჭვმიტანილი დააკავეს.

საქართველო, თბილისი - 10:09 | 06.02.2017
ნანახია: 1332

თურქეშთი ”ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში 400-ზე მეტი ეჭვმიტანილი დააკავეს.

სპეცოპერაცია  მთელი ქვეყანის მასშტაბით განხორციელდა, მათ შორის ანკარაში, სტამბულში, გაზიანტეპსა და იზმირში. თურქული მედიის ცნობით, ანკარაში 60 ადამიანი დააკავეს, მათი უმეტსეობა უცხოელია.  

2016 წლეს თურქეთში რამდენიმე მსხვილი თავდასხმა მოხდა. მათ ორგანიზებაში ხელისუფლება ქურთ სეპარატისტებსა და ჯიხადისტებს ადანაშაულებს.

დეკემბერში სტამბულის ღამის კლუბში ტერაქტის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

ამ ინციდენტიდან ორის კვირის შემდეგ კი პოლიციამ უზბეკეთის მოქალაქე აბდულქადირ მაშარიპოვი დააკავა, რომელმაც დანაშაული აღიარა.

თურქეთის შეიარაღებული ძალები ”ისლამური სახელმწიფოს”  წინააღმდეგ სირიის ქალაქ ელ-ბაბში იბრძვიან.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე