ავღანეთსა და პაკისტანში უამინდობამ ათობით ადამიანი იმსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 16:24 | 05.02.2017
ნანახია: 1349

უამინდობა ავღანეთსა და პაკისტანში. ძლიერმა ყინვამ და უხვთოვლობამ მეზობელ ქვეყნებში ათობით ადამიანი იმსხვერპლა. დიდთოვლობამ საავტომობილო მოძრაობის პარალიზება გამოიწვია.

დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა ქაბულის აეროპორტმაც. ბოლო მონაცემებით, უამინდობამ ავღანეთში 40-მდე ადამიანი იმსხვერპლა, პაკისტანში კი 13 ადამიანი დაიღუპა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე