გიორგი მარგველაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:13 | 03.02.2017
ნანახია: 1207

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს სებასტიან კურცს შეხვდა, რომელიც ამავდროულად ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის განსახილველ საკითხთა ნუსხაში შედიოდა, როგორც ეუთოს დღის წესრიგი, ასევე საქართველო ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობებისგაღრმავება.

ყურადღება გამახვილდა ასევე, უსაფრთხოების პრობლემებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, ასევე, ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკურითანამშრომლობის პერსპექტივებზე.

პრეზიდენტის საგარო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შეხვედრისას განიხილეს ის საკითხები, თუ რა უნდა გაკეთდეს, საქართველოს პრეზიდენტის ხედვით, ეუთოსმხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების უკეთესობისკენ შესაცვლელად.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიულოცა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე