პრეზიდენტმა ფრაქციებთან და არასამთავრობოებთან სასამართლო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტზე გამოთქმული მოტივირებული შენიშვნები განიხილა
საქართველო, თბილისი - 16:42 | 03.02.2017 ნანახია: 1405
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასამართლო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ დასწრებიან.
პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ოფიციალური წერილით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, თუმცა უშედეგოდ. არც ვეტოს დადებამდე და არც შემდეგ პრეზიდენტთან შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ დასწრებიან.
ფიქრია ჩიხრაძემ შეხვედრების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს ის ოფიციალური წერილები წარუდგინა, რომლითაც პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს წინასწარ კონსულტაციებზე იწვევდა.
„ვეტო პრეზიდენტის უფლებების კონსტიტუციური ნაწილია, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის ასეთი უცნაური დამოკიდებულება.
ვეტო არ ემსახურება არავისთან დაპირისპირებას. „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტების მიღება ძალიან მოკლე დროში მოხდა. ჩვენი პოზიციაა, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ მსჯელობას, გავითვალისწინოთ, რაც გასათვალისწინებელია, გავასწოროთ ის ხარვეზები, რომელიც არის, რადგან ეს რეფორმა უმნიშვნელოვანესია ქართული სახელმწიფოსათვის.
ყველა ეს რეკომენდაცია, რომლის თაობაზეც დაიწერა ვეტო, ეფუძნება ვენეციის კომისიის დასკვნებს და ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მათი მხრიდან, რომ ვენეციის კომისიის პოზიციების მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება, თურმე არც ისეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდება.
ასე რომ, ძალიან კომპლექსურია ეს საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია და რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაუგებარია მართლაც უმრავლესობის მხრიდან ასეთ თემებზე, ასეთი უცნაური დამოკიდებულება", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ფიქრია ჩიხრაძემ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსაც უპასუხა, რომლებიც პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ.
"თუ ასეთი ფორმატი არ მოსწონთ, მაშინ გვითხრან რაიმე სხვა ტიპის ფორმატი და მზად ვართ მივიღოთ და გავითვალისწინოთ.
ამგვარ შეთავაზებაზე თავის დროზე წამოვიდა იუსტიციის სამინისტრო და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ჰქონდა მათთან შეხვედრა. მაგრამ პარლამენტის ხელმძღვანელობამ და უმრავლესობამ, რატომღაც არ ჩათვალა საჭიროდ, არც ვეტოს დადებამდე და არც ვეტოს შემდეგ, რომ კონსულტაციებში მონაწილეობა მიეღო.
პირადადაც მქონდა გუშინ კომუნიკაცია რამდენიმე ადამიანთან, რაღაც უხერხული კომენტარებია, რომ აი რაღაც "არ მცალია", "ვერ მოვიცლი", მაგრამ ვიღაც აპირებდა მოსვლას, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ასეთი ერთიანი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რაც მე ვფიქრობ პროცესს აზიანებს ძალიან.
ჩვენ შეგვეძლო უკეთესი რამ გაგვეკეთებინა, უფრო დამოუკიდებელი სასამართლო და უფრო გაძლიერებული მოსამართლეები მიგვეღო, თუ ამ შენიშვნებს გავითვალისწინებდით", აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიცია იზიარებენ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს სასამართლო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის შენიშვნები და მათი ლოგიკა ეყრდნობა ვენეციის კომისიის მოსაზრებებს. პარლამენტმა არსებითად უნდა განიხილოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, ამ შენიშვნების გათვალისწინებით, კანონად აქციოს ე.წ. მესამე ტალღა.
შეხვედრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















