,,უკრაინელები უფრო კანონმორჩილები და შრომისმოყვარეები არიან, ვიდრე ქართველები" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:18 | 03.02.2017
ნანახია: 1567

საქართველოში როცა ჩავედი, იყო კარიკატურული ქვეყანა, სადაც ხალხი ულვაშებით დადიოდა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

,,მე მიმაჩნია, რომ უკრაინელები უფრო კანონმორჩილები არიან, უფრო შრომისმოყვარეები, უფრო გახსნილები რეფორმების მიმართ, ვიდრე ქართველები იყვნენ მაშინ. ახლა ქართველებმაც ისწავლეს და ქართველებიც გაიზარდნენ. თუმცა საქართველო, როცა მე იქ ჩავედი, იყო კარიკატურული ქვეყანა, სადაც ხალხი ულვაშებით დადიოდა, უყვარდათ ცეკვა, თამაში, იცოდნენ სადღეგრძელოების თქმა და მეტი არაფერი”, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ გადაცემა Чернівецький промінь - თან საუბრისას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე