საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფებიან

საქართველო, თბილისი - 13:06 | 03.02.2017
ნანახია: 1162

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონს ეწვევიან. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ ლიდერი გიგი წერეთელი, საპარლამენტო უმცირესობის წევრები მიხეილ მაჭავარიანი და რამაზ ნიკოლაიშვილი.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან კენ ვოლაკთან და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის რეგიონის დირექტორთან სტივენ ნიქსთან.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციასა და მედია თავისუფლების საკითხებს, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები აშშ-ის კონგრესის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ღონისძიებას დაესწრნენ, რომელზეც სიტყვით ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოვიდა. დაგეგმილია ქართული დელეგაციის შეხვედრები კონგრესსა და სენატში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე