ამერიკელების 40 პროცენტი ტრამპის იმპიჩმენტის მომხრეა

საქართველო, თბილისი - 10:03 | 03.02.2017
ნანახია: 1862

ამერიკელი ამომრჩევლების 40 პროცენტი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მომხრეა. შესაბამისი გამოკითხვა კომპანია Public Policy Polling-მა ჩაატარა.

”ორი კვირაც არ არის, რაც ტრამპმა პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, ამომრჩველთა 40 პროცენტი კი მის იმპიჩმენტს ითხოვს”, - აღნიშნულია კომპანიის განცახდებაში.

ამასთან იმპიჩმენტის წინააღმდეგ ხმა გამოკითხულთა 48 პორცენტმა მისცა, 12 პროცენტმა კი თავი შეიკავა.

აღნიშნულია, რომ ერთი კვირის წინ ტრამპის იმპიჩმენტს გამოკითხულ ამომრჩეველთა 35 პროცენტი უჭერდა მხარს.