ზვიად კვაჭანტირაძე: ეს არის უდიდესი გამარჯვება

საქართველო, თბილისი - 15:16 | 02.02.2017
ნანახია: 1630

ეს არის უდიდესი გამარჯვება, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ევროპარლამენტში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე მიღებულ დადებით გადაწყვეტილებას.

”ჩვენ პრაქტიკულად ვხდებით ამ დიდი ოჯახის განუყოფელი ნაწილი. ეს არის უდიდესი გამარჯვება და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიღწეულია წლების განმავლობაში, მაგრამ ხაზგასასმელია, რომ ჩვენს ხელისუფლებას მიუძღვის დიდი წვლილი. ჩვენ დავაჩქარეთ პროცესი”, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე