„ეს არის მართლაც ისტორიული გარღვევა" - გიორგი კანდელაკი ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე საუბრობს

საქართველო, თბილისი - 15:09 | 02.02.2017
ნანახია: 1160

ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს. მართალია ეს 2014 წელს უნდა მომხდარიყო, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ეს განცხადება "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა ვიზალიბერალიზაციის მინჭებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, სულ რამდენიმე კვირაში, მარტში ძალაში შევა ეს ყველაფერი და მოქალააქეებს ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილების საშუალება ექნებათ.

„ეს არის მართლაც ისტორიული გარღვევა. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს. მართალია ეს 2014 წელს უნდა მომხდარიყო, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ეს გარღვევა მართლაც დაიმსახურა ჩვენმა ხალხმა. ჩვენი ხალხი არ უნდა ისჯებოდეს არაკომპეტენტური მთავრობის შეცდომების გამო და იმედი მაქვს, რომ ამას მოყვება შემდგომი ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე