„ეს ნიშნავს ძალიან დიდ მხარდაჭერას ევროკავშირისა საქართველოს მიმართ" - თამარ ჩუგოშვილი ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე საუბრობს

საქართველო, თბილისი - 14:58 | 02.02.2017
ნანახია: 1688

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი საქართველოს მოქალაქეებს ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მხარდაჭერას ულოცავს.

„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. შეგვიძლია ვთქვათ რომ ძალიან ცოტაა დარჩენილი იმისთვის რომ საქართველოს მოქალაქეები ვიზის გარეშე გადაადგილდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, შენგენის ზონაში შემავალ ქვეყნებში. ეს ნიშნავს ძალიან დიდ მხარდაჭერას ევროკავშირისა საქართველოს მიმართ და იმ რეფორმების მიმართ რომელსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე