სტამბოლის საავადმყოფოში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა

საქართველო, თბილისი - 16:00 | 01.02.2017
ნანახია: 1428

სტამბოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. ამის შესახებ Daily Mail-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს. 

თავდამსხმელს რამდენიმე ექიმი და საავადმყოფოს პერსონალი ჰყავს მძევლად აყვანილი.

ერთერთი ვერსიით, მამაკაცი ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე