”ბოკო ჰარამმა” 900-მე მეტი ქრისტიანული ეკლესია გაანადგურა

საქართველო, თბილისი - 15:18 | 01.02.2017
ნანახია: 1514

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ტერორისტულმა დაჯგუფება ”ბოკო ჰარამმა” 900-მე მეტი ქრისტიანული ეკლესია გაანადგურა. ამის შესახებ ნიგერიის ქრისტიანთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს.

ნიგერიაში მოსახლეობის უმრავლესობა ქრიტსიანული რელიგიის აღმსარებელია. ისლამის მიმდევრები კი 44 პროცენტს შეადგენენ.

”ბოკო ჰარამის”  მებრძოლები  და მთელს ქვეყანაში შარიათის შემოღებისა და განათლების დასავლური მოდელის წინააღმდეგ იბრძვიან. დაჯგუფების ტერაქტებსა და თავდასხმებს ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე