გერმანიაში ”ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:38 | 01.02.2017
ნანახია: 1415

გერმანიის პოლიციამ ”ისლამური სახელმწფოსთან კავშირში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავა. სპეცოპერაცია ჰესენის ფედერალურ ოლქში ჩატრდა.

სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს 54 ობიექტი, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, ოფისები და მეჩეთი.

გამოძიება 16 ადამიანის მიმართ დაიწყო, რომელთა ასაკი 16-დან 46 წლამდეა.

მანამდე პოლიციელებმა სამი სავარაუდო ტერორისტი დააკავეს, რომლებიც ბერლინის საახალწლო ბაზრობაზე თავდამსხმელთან ანის ამრისთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.  





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე