ქუთაისის პარლამენტის შენობა, შესაძლოა, პრეზიდენტს რეზიდენციისთვის შესთავაზონ

საქართველო, თბილისი - 10:31 | 01.02.2017
ნანახია: 1352

ქუთაისის პარლამენტის შენობა, შესაძლოა, პრეზიდენტს რეზიდენციისთვის შესთავაზონ. პარლამენტის შენობის ფუნქციის შეცვლა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საკონსტიტუციო კომისიის უმრავლესობა შეთანხმდა, რომ კონსტიტუციიდან ის მუხლი ამოიღონ, რომელშიც პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისია მითითებული.

პარლამენტის შენობას რომ უახლოეს მომავალში ფუნქცია შეეცვლება, ამის შესახებ ადგილობრივები უკვე ინფორმირებულები არიან.

პრეზიდენტისთვის პარლამენტის შენობის რეზიდენციად შეთავაზებაზე კონსულტაციები მმართველ გუნდში უკვე მიმდინარეობს. უმრავლესობის დიდ ნაწილი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებს აუცილებლობაზე საუბრობს.

ქვეყნის პირველი პირის ადგილსამყოფელის ცვლილებას გამორიცხავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტის შენობისთვის პუნქციის შეცვლის მცდელობას აპროტესტებს და  აცხადებენ, რომ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა რეგიონის გაღარიბებას გამოიწვევს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე