აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მხარეებს ავდეევკაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 10:04 | 01.02.2017
ნანახია: 1413

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონფლიქტის მხარეებს ავდეევკაში ცეცხლის შეწყვეტისა და ეუთოს დამკვირვებლების დაშვებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აშშ მხარს უჭერს მინსკის შეთანხმებას.

 დონბასში ვითარების გამწვავების შესახებგაეროს უშიშროების საბჭომაც გამოთქვა შეშფოთება და განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

საომარი მოქმედებები დონეცკთან 29 იანვრის ღამეს განახლდა. მას შემდეგ ბრძოლები არ წყდება. ეუთოს მონაცემებით, გამოიყენება მძიმე შეიარაღება, რომელიც მინსკის შეთანხმებით არის აკრძალული.

უკრაინა ავდეევკის მასიურ დაცხრილვაში პრორუს სეპარატისტებსა და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკას ადანაშაულებს. სეპარატისტების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ცეცხლი პირველად უკრაინელმა სამხედროებმა გახსნეს.

ბრძოლების შედეგად ქალაქში შეწყვეტილია ელექტროენერგია და შეფერხებულია გაზმომარაგება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე