გია ცერცვაძემ უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი მოსთხოვა

საქართველო, თბილისი - 19:05 | 31.01.2017
ნანახია: 1132

ქართველმა ვიცე-პოლკოვნიკმა გია ცერცვაძემ, უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2“ ავრცელებს.

ცერცვაძის თქმით, განცხადება შესაბამის უწყებაში მისმა ადვოკატმა, ქსენია ორკონიოვამ, შეიტანა და მისთვის დევნილის სტატუსით ითხოვს პოლიტიკური თავშესაფარის მიცემას.   

ცერცვაძის თქმით, განაცხადის განხილვის ვადა 25 თებერვალს იწურება და უკრაინის ხელისუფლებამ ამ დროისთვის უნდა გადაწყვიტოს, მიანიჭებს თუ არა მას დვენილის სტატუსს. ადვოკატების თქმით კი,  დღეისათვის გია ცერცვაძის უსაფრთხოებისთვის ყველაზე ოპტიმალური უკრაინაში ყოფნაა და იმედოვნებენ, რომ მისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხი დადებითად გადაწყდება.    

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე