პოროშენკომ ავდეევკაში გამწვავებული ვითარების გამო გერმანიაში ვიზიტი შეწყვიტა

საქართველო, თბილისი - 11:41 | 31.01.2017
ნანახია: 1418

აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო პრეზიდენტმა პოროშენკომ გერმანიაში ვიზიტი შეწყვიტა. დონეცკთან მდებარე ქალაქ ავდეევკაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსულმა მხარემ ბოლო 24 საათის განმავლობაში არაერთხელ დაარღვია.ინტენსიური სროლის შედეგად ქალაქი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი.

საომარი მოქმედებების ზონაში გარდაცვლილია 7 უკრაინელი სამხედრო, არიან დაჭრილებიც.

შექმნილი ვითარება უკრაინის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა დაგმეს.

გერმანიაში სამუშაო ვიზიტისას პოროშენკომ ანტირუსული სანქციების შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კიევი მოსკოვზე ზეწოლას მხარს დაუჭერს, თუ მინსკის შეთანხმება არ შესრულდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე