ობამამ ტრამპის საიმიგრაციო პოლტიკის საწინააღმდეგო აქციებს მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 10:47 | 31.01.2017
ნანახია: 1374

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მხარი დაუჭირა ამერიკელების პროტესტს დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლტიკის წინააღმდეგ.

”ადამიანები იკრიბებიან იმისათვის, რომ საკუთარი პოზიცია გამოხატონ. ისინი საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას იყენებენ ამერიკული ღირებულებების დასაცავად. მე მათ გვერდით ვარ,“-ნათქვამია ყოფილი პრეზიდენტის მიმართვაში.

 ტრამპის განკარგულების თანახმად, აშშ-ში სირიელი ლტოლვილების მიღება გაურკვეველი ვადით შეჩერდა. ყველა დანარჩენი პროგრამა ლტოლვილების მიღების შესახებ 120 დღით შეჩერდა. ბრძანება  აშშ-შშ ჩასვლას  90 დღით ასევე უკრძალავს შვიდი მუსულმანური ქვეყნის მოქალაქეებს.

პარალელურად აქციები გრძელდება შეერთებული შტატების დიდი ქალაქების აეროპორტებში.

თეთრი სახლი კი აცხადებს, რომ პროცესი კანონიერ ჩარჩოებში მიმდინარეობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე