მამაკაცს ელექტრონული სიგარეტი პირში აუფეთქდა

საქართველო, თბილისი - 13:36 | 18.01.2017
ნანახია: 2153

ამერიკის აიდაჰოს შტატის მცხოვრებს ელექტრონული სიგარეტი პირში აუფეთქდა. ამის შესახებ The Sun-ი წერს.

ენდრიუ ჰოლი (Andrew Hall)  ელექტრონულ სიგარეტს სახლში ეწეოდა და სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა.  სიგარეტის აფეთქების შედეგად მან შვიდი კბილი დაკარგა, სახის მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო და საერიოზულად დაუზინადა პირის ღრუ. მან სტომატოლოგს მიმართა. ენდრიუს საკვების მიღება უჭირს.  

ჰოლმა ფოტოსურათები Facebook-ის თავის გვერდზე გამოაქვეყნა. მისი თქმით, აფეთქებამდე ელეტქრონული სიგარეტი გამართულად მუშაობდა. მისიბე თქმით, გაუგებარია სიგარეტის დაზიანების მიზეზი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე