ჯორჯო არმანი: ტრამპი დაიხვეწა

საქართველო, თბილისი - 13:52 | 17.01.2017
ნანახია: 1765

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იტალიელი მოდელიორისა და საკუთარი მოდის სახლის დამფუძნებლის ჯორჯო არმანის კომპლიმენტი დაიმსახურა. დიზაინერის აზრით, ტრამპი შეიცვალა, დაიხვეწა და მისი ვარცხნილობაც უკეთესად გამოიყურება.

ამის გარდა არმანიმ აღნიშნა, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდა თუ კი  ტრამპის ცოლს -მელანიას ჩააცმევდა. ”ეს ჩემი სამუშაოა. რატომ არ უნდა ჩავაცვა ლამაზ ქალს? ეს პოლიტიკას არ ეხება”, - განაცხადა დიზაინერმა.

იტალიელმა მოდელიორმა ჯორჯო არმანიმ სერჯო გალეოტისთან ერთად კომპანია Giorgio Armani s.p.a. 1975 წელს დააფუძნა, თავისი სახელით პირველი კოლექცია არმანიმ  1974 წელს გამოუშვა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე