სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:44 | 17.01.2017
ნანახია: 1255

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა. წინასწარი ვერსიით, ის უზბეკეთის მოქალაქე აბდულკადირ მაშარიპოვია.

სპეცოპერაცია ესენტიურის რაიონში ჩატარდა. დაკავებისას ეჭვმიტანილთან ერთად მისი 4 წლის ვაჟი იმყოფებოდა. მასშტაბური ტერორისტული აქტი სტამბოლში ახალი წლის ღამეს განხორციელდა.

ტერორისტმა ღამის კლუბ რეინაში ცეცხლი გახსნა, რასაც 39 ადამიანი ემსხვერპლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე